„ნაციონალური მოძრაობა“ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

28 ივლისი 2018, 00:00 1858 ნახვა

„ნაციონალური  მოძრაობა“  აჭარის მთავრობას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.  ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობამ კომპანია  ,,ალიანს ფრივილიჯ“-ს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ვადების დარღვევა აპატია და არც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმა  გადაახდევინა, რითაც აჭარის რუსპუბლიკურმა ბიუჯეტმა მილიონამდე ლარი იზარალა.  მისივე   მტკიცებით,  რეგიონმა შემოსავლები  კა 2-ი კოეფიციენტის გადასახადის სახითაც დაკარგა, ხოლო  სანაპირო ზოლში, იქ სადაც ,,ალიანს ფრივილიჯ“-ი მშენებლობას აწარმოებს, კა 2-ი კოეფიციენტის გამოყენების შემთხვევაში  საკრებულოს დადგენილება მოსაკრებელს ითვალისწინებს, რაც კომპანიას, მისი თქმით, არ გადაუხდია. 

ნოდარ დუმბაძის გათვლებით,   საუბარია 5 მილიონ ლარზე.  ოპოზიციონერი  დეპუტატი  ეჭვობს, რომ კორუფციულ გარიგებაში  ჩართულები არიან : ყოფილი პრემიერი,გიორგი კვირიკაშვილი,  აჭარის მთავრობის ყოფილი  თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე და  ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე.  ბრალდებების საპასუხოდ მერიაში გვითხრეს,რომ „ ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადება არის „დეზინფორმაცია    და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა,“    საკითხზე სატელევიზიო კომენტარი კი არ გააკეთეს.  კომპანიის იურისტი გოჩა გამკია ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ სამუშაოები კანონის დაცვით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში