არმაზ ახვლედიანი მძლავრი სახალხო მოძრაობის ბათუმიდან დაწყებას აანონსებს

28 ივლისი 2018, 00:00 2107 ნახვა

არმაზ ახვლედიანი სახალხო მოძრაობას იწყებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე – ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიერ დასახელებული კანდიდატი აცხადებს, რომ დროა სამართლებრივი, დემოკრატიული გზით, გადაუდებლად დაიწყოს საქართველოს ჩიხიდან გამოყვანა, მისი სწორი, სწრაფი და ღირსეული განვითარებისთვის.

არმაზ ახვლედიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, სადაც აანონსებს, რომ არსებული მმართველობის წინააღმდეგ სახალხო მოძრაობას ბათუმიდან დაიწყებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს და ადგილს ჯერ არ აზუსტებს. ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებს. "ვაჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მისი მმართველობის დრო სულ მალე ამოიწურება და ხალხის სამართლიანი განაჩენის აღსრულებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს!" - წერს არმაზ ახვლედიანი - მის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

ამავე კატეგორიაში