საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს კონკურსის წესით შეარჩევენ

29 ივლისი 2018, 00:00 1802 ნახვა

ჯერ ისევ ვაკანტურია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა, დროებით მოვალეობას მარიკა ხალვაში ასრულებს. ახალ ხელმძღვანელ კონკურსის წესით შეარჩევენ, თუმცა მანამადე იურიდიული პროცედურებია გასავლელი, რომელსაც დააახლოებით 2 კვირა დასჭირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გამონთავისუფლდა, რაც ნინო ნიჟარაძე რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში იკავებდა. აჭარის მთავრობაში სამთავრობო საკადრო ცვლილებების დიდი ნაწილი დასრულებულია. ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში მინისტრების მოადგილეები უკვე შეარჩიეს. ამ დრომდე უცნობია შეინარჩუნებენ თუ არა პოსტებს განათლების მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილეები. ოთხივე მოადგილე, ინგა შამილიშვილმა,  წინა მინისტრობის დროს დანიშნა.      

ამავე კატეგორიაში