თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხდარ ინციდენტზე

29 ივლისი 2018, 00:00 1501 ნახვა

ავღანეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება გმობს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  არსებულ სავაჭრო ობიექტში ქურდობის ფაქტს, რომელშიც 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა იკვეთება.მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოლიცია იძიებს. 

პირველადი ინფორმაციით, სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქურდობაში, ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო ძალების სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობა იკვეთება, რომელთა შორის ოთხი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა.სავაჭრო ობიექტს 3600 აშშ დოლარამდე ოდენობის ზარალი მიადგა. ამერიკულ მხარესთან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს.

ამავე კატეგორიაში