უფუნქციო სპორტული მოედნები

29 ივლისი 2018, 00:00 1518 ნახვა

დაზიანებული სპორტული მოედნები ქობულეთში. ორი წლის წინ სტადიონების კეთილმოწყობისთვის 450 ათასი ლარი დაიხარჯა , თუმცა დღეს არსებული ინფრასტრუქტურა დაზიანებული და უფუნქციოა. სპორტული მოედნების მოვლა-პატრონობა მერიას ევალება, სადაც აცხადებენ , რომ ინვენტარი მოქალაქეებმა დააზიანეს, მის მოსაწესრიგებლად კი თანხები ისევ მუნიციპალური ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს.

როდის შეაკეთებენ დაზიანებულ სტადიონებს უცნობია,თუმცა ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ , რომ ხელახალი რემონტის შემდეგ ობიექტი რომელიმე კონკრეტულ ააიპს დაექვემდებარება,რომელიც იზრუნებს მოვლა-პატრონობაზე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში