ბათუმში პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის დროს ერთი პირი დააკავა

31 ივლისი 2018, 00:00 4556 ნახვა

29 ივლისს, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციელებმა შემოვლის დროს ერთი პირი დააკავეს, რომელიც BMW-ს მარკის ავტომანქანის გაქურდვას ცდილობდა. 

დაკავებული პირი 19 წლის კაცია, რომელიც შსს ინფორმაციით, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი იყო. 

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, -177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი ი.ბ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 

ამავე კატეგორიაში