მთავრობის სხდომების დახურვისთვის საზოგადოების კრიტიკას მიიღებს - მალხაზ ჭკადუა

31 ივლისი 2018, 00:00 2306 ნახვა

 “აჭარის მთავრობის რეგლამენტით, როგორც წესი, მთავრობის სხდომა დახურულია, თუმცა მთავრობის თავმჯდომარის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გახდება თუ არა სხდომა საჯარო”- აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონალური კოორდინატორი.

მალხაზ ჭკადუას თქმით, თორნიკე რიჟვაძის მიერ მისი ხელმძღვანელობით პირველივე სხდომის დახურვას, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია. მისთვის გაუგებარია განახლებული მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება.

ამავე კატეგორიაში