მცირე ზომის სასტუმროებში, გასართობსა თუ სავაჭრო ცენტრებში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდა

01 აგვისტო 2018, 00:00 3182 ნახვა

დღეიდან მცირე ზომის სასტუმროებში, გასართობსა თუ სავაჭრო ცენტრებში სახანძრო უსაფრთხოების დარღვევისთვის გამკაცრებული სანქნციები ამოქმედდა.

უფრო კონკრეტულად, თუ მანამდე მცირე ზომის სასტუმროებს, რომელსაც 100 საწოლზე ნაკლები ჰქონდათ, არ აკონტროლებდა სახელმწიფო, დღეიდან ასეთ ობიექტებს შეამოწმებენ და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმებენ.  

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონით, შემოწმებას  სავაჭრო თუ გასართობი ცენტრებიც დაექვემდებარა, რომელთა ფართობი 300 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია.

გამკაცრებული კანონის შედეგად, გაათმაგებულია დარღვევების შემთხვევაში სანქციებიც. სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აღმოჩენილ შეუსაბამობისთვის, ობიექტებს ფულადი სანქციის სახით  1 000 ლარიდან 5000 ლარამდე დაეკისრებათ.

ამავე კატეგორიაში