ქედაში სოციალურ   სახლში   ბინას  12   ოჯახი  მიიღებს

01 აგვისტო 2018, 00:00 2735 ნახვა

ქედის სოციალურ სახლში ბინების  მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. სოციალურ სახლში ბინას სულ 55 ოჯახი ითხოვს. კომისიის 10 კაციანმა ჯგუფმა განცხადებების გადარჩევა უკვე დაიწყო.

კომისიას ოჯახების მდგომარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციებს თემის რწმუნებულები მიაწვდიან, რის შემდეგაც კრიტერიუმებზე შეჯერდებიან. სოციალური სახლის მშენებლობისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში