ხულოში თემის  რწმუნებულებს  ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ 

01 აგვისტო 2018, 00:00 2196 ნახვა

 ხულოს მუნიციპალიტეტში თემის წარმომადგენლები დღეიდან  სახელფასო სარგოს 100 ლარით გაზრდილს მიიღებენ. სიახლე 13 თემის რწმუნებულს შეეხება. ხულოს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ხელფასების ზრდას მერის წარმომადგენლების დატვირთულ გრაფიკს უკავშირებს, რაც გასულ წელს განხორციელებულმა რეორგანიზაციამ გამოიწვია.

ნადიმ ვასაძის განცხადებით, გასულ წლებში ხულოში 25 თემის წარმომადგანელი იყო, 2017 წელს რეორგანიზაციის შედეგად წარმომადგენლების რიცხი შემცირდა. 

ამავე კატეგორიაში