საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება

01 აგვისტო 2018, 00:00 1822 ნახვა

საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს – თარიღი ცნობილია და პრემიერთან შეთანხმებული. ერთ თვეში კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის დაწყება შეეძლებათ. აგვისტოს ბოლოდან ამოქმედდება შეზღუდვებიც.

ჯერ-ჯერობით ცნობილი მხოლოდ ოპოზიციის კანდიდატებია, ორი - ყურადღების ცენტრში მყოფი სუბიექტის გადაწყვეტილება კი კვლავ უცნობი. პრეზიდენტი საკუთარ განცხადებებს უკავშირებს იმას რომ მმართველმა გუნდმა მხარი შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს. ამას კი მოქმედი პრეზიდენტი წინასაარჩევნო კურიოზს უწოდებს.  ამ განცხადებების გამო პრეზიდენტმა მმართველი გუნდისგან კრიტიკა დღესაც დაიმსახურა.

ამავე კატეგორიაში