ხულოში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

02 აგვისტო 2018, 00:00 2794 ნახვა

ხულოში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება. მას ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

კონკურსის მიზანია ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად.

გრანტები გადაეცემა მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე უნდა წარადგინონ შევსებული პროექტის იდეის განაცხადი 31 აგვისტოს ჩათვლით. 

ამავე კატეგორიაში