აჭარის განათლების მინისტრის ერთი მოადგილის პოსტი ვაკანტურია

02 აგვისტო 2018, 00:00 2910 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროში, განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილის პოზიციაზე ერთი ადგილი კვლავ ვაკანტურია. ინგა შამილიშვილის ინფორმაციით მსჯელობენ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატზე და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ვინ არიან სავარაუდო კანდიდატები  მინისტრი ამ ეტაპზე  არ აკონკრეტებს. ცნობილია, რომ პოსტს მინისტრის სამი მოადგილე ინარჩუნებს. კულტურის, სახელმწიფო შესყიდვებისა და იურიდიული და  სპორტის ახალგაზრდობის და საბიუჯეტო დაგეგმარების მიმართულებით.

ამავე კატეგორიაში