მარგველაშვილი აკადემიურ წრეებს და იურისტებს მოუწოდებს ერთად შეარჩიონ ქვეყნის პირველი მოსამართლე

02 აგვისტო 2018, 00:00 1996 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ორშაბათიდან აქტიურ კონსულტაციებს იწყებს. გიორგი მარგველაშვილი აკადემიურ წრეებს და იურისტებს მოუწოდებს პროცესში ჩაერთონ და ერთად შეარჩიონ ქვეყნის პირველი მოსამართლე. პრეზიდენტის განცხადებით, საზოგადოებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე თუ რა უძღოდა წინ ნინო გვენეტაძის გადადგომას.

მათ შორის კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სისტემაში არსებული მძიმე ვითარების არაერთხელ ხაზგასმაა. მარგველაშვილი აცხადებს, რომ საკითხი არ უნდა მიიჩქმალოს. “ნინო გვენეტაძის გადადგომით გაშიშვლდა ის მრავალი პრობლემა, რომლის თაობაზეც არაერთხელ, არაერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტული იურისტები და ამ დარგის სპეციალისტები აღნიშნავდნენ” – განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ ნინო გვენეტაძის მიერ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა, როდესაც იგი საბჭოს წევრების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა. 

ამავე კატეგორიაში