საგამოძიებო კომისია შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს გამოკითხავს

03 აგვისტო 2018, 00:00 1755 ნახვა

ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პროკურორი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს პასუხობენ. კომისიის წევრების შეკითხვები ძირითადად მირზა სუბელიანის შვილს ეხება, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ იგი ხორავას ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.  

ირაკლი აბესაძე დაინტერესდა თუ რატომ არ დაიკითხა 2 დეკემბრის შემდეგ  მირზა სუბელიანის შვილი, რატომ არ ამოიღეს ნივთმტკიცება ტანსაცმელი და ზურგჩანთა  და ჰქონდათ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია ირაკლი შოთაძესა და გიორგი გახარიას. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღესვე მოუსმენენ იუსტიციის მინისტრსაც. მიმდინარე კვირას კომისია გამოკითხვის პროცესს დააასრულებს,  ამის შემდეგ  კი დასკვნა მომზადდება. 

ამავე კატეგორიაში