კურორტ გოდერძზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო

03 აგვისტო 2018, 00:00 1890 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კურორტ „გოდერძზე“ მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის ხელმძღვანელმა მიაწოდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კურორტ „გოდერძზე“ 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს და  125 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

დღესვე  თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. დაათვალიერებს ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა. 

ამავე კატეგორიაში