''პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში''- შედეგების პრეზენტაცია

03 აგვისტო 2018, 00:00 1613 ნახვა

''პეტიცია-ხალხის ხმა თვითმართველობაში'' პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. პროექტის ფარგლებში საკრებულოებში წარდგენილი 158 საპეტიციო საკითხიდან, 48 - სრულად, 73- ნაწილობრივ, ხოლო 37 არ დაკმაყოფილდა. პროექტის შედეგად ამოქმედდა პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაცია.

პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი  აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. შეხვედრაზე ასევე სამომავლოდ სისტემის გაუმჯობესებაზე, ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. 

ამავე კატეგორიაში