ხულოში ახალი ტურისტული მარშრუტები გაჩნდა

03 აგვისტო 2018, 00:00 7263 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოში ადგილობრივებმა ახალ ჩანჩქერებს მიაკვლიეს. 7 ჩანჩქერიდან ყველაზე მაღალი დაახლოებით 30 მეტრიდან ეშვება. ჩანჩქერებისთვის ჯერ-ჯერობით სახელები არ შეურჩევიათ.

მთავარი გამოწვევა მისასვლელი გზებია. ხულოში ამბობენ რომ მუნიციპალიტეტში ათობითაა ასეთი მოუვლელი ტურისტული დანიშნულების ობიექტი, მათ შორის საპიკნიკე ადგილები და ტბები. მერიის ახალი სამსახური აპირებს ამ ობიექტების შესწავლას და რუკაზე მონიშვნას. 

ამავე კატეგორიაში