ნინო გვენეტაძის შემცვლელის შესარჩევად კონსულტაციები იწყება

04 აგვისტო 2018, 00:00 1529 ნახვა

ვინ  შეცვლის   ნინო გვენეტაძეს?    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს.  პროცესი   სავარაუდოდ  მომავალი კვირიდან დაიწყება. კანდიდატურებს პრეზიდენტს სამოქალაქო საზოგადოების წევრები შესთავაზებენ. გიორგი მარგველაშვილი  პროცესში  იურისტების ჩართვის მომხრეა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ     უმრავლესობამ საზოგადოების მიერ შერჩეულ კანდიდატზე უარი ვერ უნდა თქვას.  მმართველი გუნდი    უკმაყოფილოა   და მორიგ შესაძლო დაპირისპირებას აანონსებს. უმრავლესობა  ვარაუდობს,  რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს კი  ეჭვობს, რომ  პროცესი   გაჭიანურდება.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ 3 აგვისტოს განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის, ასევე პოლიტიკოსებისთვის. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია. მან ამ პოზიციაზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა. გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად   გიორგი მარგველაშვილმა შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

ამავე კატეგორიაში