დაანონსებული აქცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ

04 აგვისტო 2018, 00:00 1353 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის  ეპარქია  საკონსტიტუციო სასამართლოს წინ აქციას აანონსებს, რომელზეც    საკონსტიტუციო  სასამართლოს 30 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას  გააპროტესტებენ. “საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობასექიმობას, და ასე შემდეგ. ასევე "დაბოლილი" ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას, რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას!

ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ, როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს დღეს რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა”-წერია  ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე  გამოქვეყნებულ განცხადებაში.  მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეები  ორშაბათს 16  საათზე შეიკრიბებიან და  ხელისუფლებას სასწრაფოდ ზომების  მიღებისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ,  საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებით, მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის სანქციები გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია. 

ამავე კატეგორიაში