რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრები მუშაობას შეუდგნენ

19 ივლისი 2016, 00:00 4610 ნახვა

რეგიონის მთავრობა მუშაობას შეუდგა. მინისტრები უწყებებში ოფიციალურად მთავრობის თავმჯდომარემ  დღეს დილით წარადგინა. გაფართოვებულ ფორმატში შედგა მინისტრის წარდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან. ამ უწყების ხელმძღვანელი ლაშა კომახიძე მთავრობაში ახალი სახეა, თუმცა არა სოფლის მეურნეობაში. იგი რეგიონში ამ დარგში სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა და სამინისტროსთან თანამშრომლობდა. თანამშრომლების ვიწრო აუდიტორიას წარუდგინა ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის, განათლებისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები. აქედან ორი ნუგზარ სურმანიძე და გიორგი თავამაიშვილი ყოფილი მინისტრებია, რომლებსაც 3 წლისა და 8 თვის განმვლობაში უწყებებს ხელმძღვანელობდნენ. რაც შეეხება რამაზ ბოლქვაძეს, იგი წლების განმავლობაში მინისტრის მოადგილე იყო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში