კონსულტაციები  უზენაესი  სასამართლოს  თავმჯდომარის  შესარჩევად 

06 აგვისტო 2018, 00:00 2052 ნახვა

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციები  დაიწყო. პირველი შეხვედრა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან გამართეს.  ფიქრია ჩიხარძის განცხადებით, იმსჯელეს რა მდგომარეობაა სასამართლოში და რა ნაბიჯებია მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასადგმელი. მისივე თქმით, პროცესი უნდა წარიმართოს კონსტრუქციულად.

გიორგი მარგველაშვილმა ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სასამართლო სისტემაში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს  დატოვა. მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დაასახელა

ამავე კატეგორიაში