საკონსტიტუციო სასამართლოსთან საჯანმრთელო პარაკლისს იხდიან - ''ვლოცულობთ, რომ გონება გაუნათლდეთ''

06 აგვისტო 2018, 00:00 3831 ნახვა

 ამ წუთებში, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილები ლოცვას აღავლენენ.  სასულიერო პირების განცხადებით, ისინი ლოცულობენ, რომ ადამიანებს გაეხსნათ გონება. 

მათი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, მარიხუანას მოწევაზე ნებართვის დართვით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება გააჩინა. 

"ჩვენ ვლოცულობთ, რომ მათ გონება გაუნათლდეთ" - განაცხადა მაუწყებელთან მამა გიორგიმ. 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ადამიანს მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი (ფულადი ჯარიმა) არ დაეკისრება. 

"ნარკოტიკი გზა ჯოჯოხეთისკემ", "მოვუაროთ ერს ფხიზელი გონებით", "მარიხუანის მოწევის ნებართვის დართვა ქვეყნის მტრობაა" - ამ შინაარსის ტრანსპარანტები უჭირავთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის კურთხევით შეიკრიბნენ. 

აქციას დიმიტრი ლორთქიფანიძე და ჯონდი ბაღათურია შეუერთდნენ. 

  

ამავე კატეგორიაში