შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

19 ივლისი 2016, 00:00 3475 ნახვა

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის განვითარებული წარმატებული თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი.

ამავე კატეგორიაში