ევროკავშირის დეკლარაცია რუსეთის აგრესიასთან  დაკავშირებით 

07 აგვისტო 2018, 00:00 1817 ნახვა

ამავე საკითხთან დაკავშირებით დეკლარაციას ავრცელებს ევროკავშირი. უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი დღეს ისე, როგორც არასდროს, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. „სამწუხაროდ, რუსეთის სამხედროების ყოფნით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გრძელდება საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა და იმ ვალდებულების უგულვებელყოფა, რომელიც თავად რუსეთმა აიღო 2008 წლის 12 აგვისტოს.

ევროკავშირი კვლავ ჩართულია კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევაში, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე ევროკავშირის თანათავმჯდომარის მონაწილეობის გზით“, –   ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სარგებელს მოუტანს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ინიციატივები სრულად შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკას, რომელსაც ბრიუსელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ატარებს.

ამავე კატეგორიაში