საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვეს

07 აგვისტო 2018, 00:00 2066 ნახვა

ცოტა ხნის წინ საქართველის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისთვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ: გიგა ჩიხლაძე,  სტან სტორიმანსი და ალექსანდრ კლიმჩუკი.

ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტოგამოფენაც გაიმართა, სადაც ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა. მიღებას საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში  ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში