ბათუმის ქუჩებში ცხრა ძროხა და ორი ბოჩოლა ''დაიჭირეს''

09 აგვისტო 2018, 00:00 6199 ნახვა

შპს სანდასუფთავების თანამშრომლებმა, ბოლო 21 საათის განმავლობაში 9 ძროხის და ორი ბოჩოლას მეპატრონეები დააჯარიმეს. შინაური ცხოველები ქალაქის ტერიტორიაზე დაიჭირეს და სპეციალურ საჯარიმო სადგომზეც  გადაიყვანეს. 

ძროხა და ორი ბოჩოლა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ქალაქის ტერიტორიაზე შეხვდათ, უპატრონოდ დატოვებული ბოჩოლები სადგომზე გადაიყვანეს და მეპატრონეს, თითოეული მათგანის გამოხსნა 20 ლარი დაუჯდება. ჯამში კანონის დარღვევისთვის 60 ლარიანი ჯარიმა დაიწერა.

8 ძროხის მეპატრონეს კი ჯარიმა გუშინ გამოუწერეს. სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, უპატრონოდ მიტოვებული ცხოველები ქალაქში ხშირად ხვდებათ.  

ამავე კატეგორიაში