ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა

09 აგვისტო 2018, 00:00 2203 ნახვა

ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს გაეცნო აჭარის  სოფლის მეურნეობის მინისტრი . მავნებელთან ბრძოლის შტაბში  ტიტე აროშიძე  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად იმყოფებოდა.  ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით რეგიონში ფაროსანას რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. 

მავნებელთან ბრძოლის  სტრატეგიის მიხედვით  აჭარაში მობილიზებულია  მაღალი გამავლობის 6  და  მექანიზატორის 26  სპეცტექნიკა  თავისი შესაწამლი აგრეგატებით. ასევე ტყისპირა  ზოლში დამონტაჟებულია 6 000 ფერომონი  1500 წერტილზე.  რეგიონში  თერმული ნისლით 16 480 ჰექტარი  ხოლო ცივი შესხურების აგრეგატით  930 ჰექტარი ტერიტორიაა დამუშავებული.

ამავე კატეგორიაში