სამზადისი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის

09 აგვისტო 2018, 00:00 1853 ნახვა

2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მზადება ბათუმში აქტიურ ფაზაში შედის. საორგანიზაციო კომიტეტის წევრების განცხადებით, სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ამ ეტაპზე კი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. ოლიმპიადისთვის მზადების პროცესშია  მულტიფუნქციური  სპორტის სასახლეც, რომელიც ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა.

აქ, ამჟამად, კეთილმოწყობითი სამუშაოები ტარდება. დაგეგმილია სასახლის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციაც, რისთვისაც ბათუმის მერია 6 მილიონ ლარს დახარჯავს. ბათუმში საჭადრაკო  ოლიმპიადა  23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მანამდე ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმი 2019 წლის სპორტის ქალაქად გამოაცხადა. რაც შეეხება თავად მსოფლიო ოლიმპიადას, მისი ბათუმში ჩატარება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსიოში, ფიდეს კონგრესზე გადაწყდა.

ამავე კატეგორიაში