„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ბეშუმში შუქის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

11 აგვისტო 2018, 00:00 1640 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას  კურორტ „ბეშუმში“  ელექტროენერგიის პრობლემის დროულად  მოგვარებისაკენ მოუწოდებს.  ირაკლი ჯორბენაძის განცხადებით აღნიშნულის  გამო ტურისტების უმეტესობამ საკურორტო ზონა დატოვა, ელექტროენერგიის არ არსებობის გამო ბეშუმში პრობლემურია პურის მიწოდებაც.

მაღაზიის მესაკუთრეები კი ამბობენ, რომ უშუქობის გამო მაცივრებს ვერ ამუშავებენ. კურორტის დირექტორის ვაჟა ზოიძის განცხადებით ელექტროენერგიის პრობლემა ტურისტების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია, მისი თქმით ამ ეტაპზე ელექტრო ხაზები გაჰყვათ და პრობლემა მალე მოგვარდება. შეგახსენებთ, ვაჟა ზოიძე კურორტის გახსნამდე ჩვენთან გაკეთებულ კომენტარებში ამბობდა, რომ ბეშუმი ტურისტების მისაღებად მზადა იყო, თუმცა  კურორტზე ასულ ვიზიტორებს სხვა რეალობა დახვდათ. ხულოს მერიამ გასულ წელს ახალი ტრანსფორმატორი  შეიძინა , თუმცა სეზონის გახსნის შემდეგ დამონტაჟდა

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში