უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - კონსულტაციები გრძელდება

13 აგვისტო 2018, 00:00 1800 ნახვა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად სხვადასხვა ორგანიზაციასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს პრეზიდენტის მრჩევლები  ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან  გაივლიან კონსულტაციებს.  როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, უნდა შეირჩეს საუკეთესო კანდიტატი, რომელსაც მხარდაჭერა ექნება საკანონმდებლო ორგანოს მხრიდანაც.

დაგეგმილია კონსულტაციები სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტში შემავალი პოლიტიკურ პარტიებთან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ამავე კატეგორიაში