კვირიკაშვილი ერდოღანის შეხვედრა

20 ივლისი 2016, 00:00 4375 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას. გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.  

ამავე კატეგორიაში