პროექტი “იდუმალი სტუმარი”

20 ივლისი 2016, 00:00 5266 ნახვა

აჭარის ტურისტულ ობიექტებს „იდუმალი სტუმარი“ შეაფასებს.  პროექტის ფარგლებში სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების ფარული მონიტორინგი ხორციელდება, რითაც ამ ობიექტების მომსახურების ხარისხი მოწმდება. ბათუმში ასეთი 150 ობიექტია, პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ბოლოს კი ტურიზმის დეპარტამენტი იმ ობიექტებს რეკომენდაციებს წერილობით გაუგზავნის, რომელშიც “იდუმალი სტუმარი” სერვისის კუთხით ხარვეზს გამოავლენს. პროექტის მიზანი რეგიონში მომსახურების სერვისის დონის ამაღლებაა.

ამავე კატეგორიაში