იტალიაში სამაშველო ოპერაცია შეწყდა

16 აგვისტო 2018, 00:00 1530 ნახვა

იტალიის ქალაქ გენუაში შეაჩერეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მორანდის საავტომობილო ხიდის ქვეშ.  მიზეზი კი ხიდის მორიგი ნაწილის ჩანგრევის საფრთხეა. მაშველების თქმით, საფრთხე ემუქრება ხიდის ქვეშ მდებარე საცხოვრებელ სახლებს, საიდანაც უკვე 650-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ბოლო მონაცემებით, 14 აგვისტოს გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაიღუპა 39 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხიდის, დაახლოებით, 100-მეტრიანი მონაკვეთი დაეცა სახლებსა და რკინიგზის ლიანდაგებს. მორანდის ხიდი გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. ბოლოხანს მას არემონტებდნენ.

ამავე კატეგორიაში