სოციალური სახლის მშენებლობა-ოპოციზია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

16 აგვისტო 2018, 00:00 1735 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელვაჩაურის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძის განმარტებით,  მერიამ სოფელ კაპრეშუმში  39 ბინიანი სოციალური სახლის მშენებლობისთვის ტენდერში სასურველ კომპანიას  გაამარჯვებინა. მისი თქმით, ასევე ხელოვნურად გაზრდილია სატენდერო თანხაც 3 მილიონ 335 ათასი ლარი, რადგანაც 2014 წელს 48 ბინიანი საცხოვრებელი 2 მილიონ ლარად აშენდა.

ხელვაჩაურის მერი აცხადებს, რომ გამარჯვებული კომპანია ჯერ არ გამოვლენილა. რაც შეეხება მშენებლობისათვის   გაწერილ თანხას, ამას ჯუმბერ ვარდმანიძე  სამშენებლო  მასალების ფასების ზრდით ხსნის.

ამავე კატეგორიაში