ენმ აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს აპროტესტებს

16 აგვისტო 2018, 00:00 1699 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევის პროცესს აპროტესტებს. პარტიის  წარმომადგენლების მტკიცებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადმინისტრაციებში ისეთი პირები დაამტკიცა, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მოხელეების ახლობლები ან ნათესავები არიან. 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ბრიფინგზე კავშირების ფოტოსურათებიც წარმოადგინა და სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. ბრალდებებს ამ დრომდე მხოლოდ ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ციალა შავაძე აცხადებს, რომ კანდიდატები ცესკომ კვალიფიკაციის მიხედვით შეარჩია.

ამავე კატეგორიაში