სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს - საგანგებო სამსახური

16 აგვისტო 2018, 00:00 1603 ნახვა

"სასტუმრო "ველმონდთან" დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს. ობიექტი ხვალ, საღამოს 18:00 საათზე დაიხურება'' - განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შალვა ხუციშვილის თქმით, "ველმონდში" მყოფ დამსვენებლებს სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილებენ.

''​ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები დღეს და ხვალ უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების გარეშე წარიმართოს'' - წერია განცხადებაში.

იწყებაში განმარტავენ, რომ სასტუმროში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება.

''რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო, დეკემბრის თვეში, 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს. 24-სართულიანი სასტუმროს შემთხვევაში, ხანძრის დროს, ადამიანს სანამ მეხანძრე-მაშველი ჩამოიყვანს, ის კვამლისგან არ უნდა გაიგუდოს. მთელი მსოფლიო ამ სახანძრო პრინციპით მოქმედებს''.

სასტუმრო ჯერჯერობით მუშაობას განაგრძობს.

სასტუმროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის მენეჯმენტი 300-ზე მეტ დამსვენებელს ემსახურება.

ამავე კატეგორიაში