ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა

17 აგვისტო 2018, 00:00 2076 ნახვა

ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 ამერიკული დოლარი 2.57 ლარია.

ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით,  ლარის კურსის გასამყარებლად ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის და ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიცირებაა. ამასთან, მინისტრის თქმით, მეორე და მნიშვნელოვანი ბერკეტია ეკონომიკის გაძლიერება.

ამავე კატეგორიაში