ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

17 აგვისტო 2018, 00:00 1428 ნახვა

სამართალდამცველებმა ​ ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტ ''ვალეში“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანას, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ცდილობდნენ.

საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ნარკოტიკული (235 აბი) და ფსიქოტროპული (38 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ამავე კატეგორიაში