ისრაელის ელჩის ვიზიტი აჭარაში

17 აგვისტო 2018, 00:00 1659 ნახვა

ზაფხულის სეზონის მიმდინარეობა და ტურიზმი განიხილა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრისას. ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონულ ჭრილში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ისრაელი აჭარისთვის კვლავ წარმოადგენს ტურისტულად მიმზიდველ სამიზნე ქვეყანას. ისრაელის ელჩი დღესვე ბათუმის მერს შეხვდა.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის მზარდ დინამიკას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მედიცინა, ტურიზმი, განათლება და სოფლის მეურნეობა.

ამავე კატეგორიაში