დიდი ოდენობით იარაღის ამოღების საქმეზე განაჩენი 22 აგვისტოს გამოცხადდება

17 აგვისტო 2018, 00:00 1602 ნახვა

5 დღეში ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთში, „კასრში აღმოჩენილი იარაღის საქმეზე“ საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. მხარეებმა დღეს დასკვნითი სიტყვა თქვეს, მოწმის სახით კი ბრალდებული თურქეთის მოქალაქე ქალი დაიკითხა.

საუბარია გასული წლის ნოემბერში ამოღებულ დიდი ოდენობით საბრძოლო მასალაზე.  ფემბე ოზლე ოლგუნი წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს, თუმცა აღიარებს რომ საქართველოში ყალბი პასპორტის დამზადება სცადა. იგი ბრალდებებს უყენებს საგამოძიებო უწყებებს და ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, ვინც მისი თქმით საქმეში ფიგურირებს.  

ამავე კატეგორიაში