ლევან იზორია სერგეი შამბას განცხადებაზე

18 აგვისტო 2018, 00:00 1666 ნახვა

„ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულებები   იმის წინაპირობაა, რომ   მშვიდობიანი პოლიტიკა და დიალოგი რეალურად შედგეს“- ასე გამოეხმაურა ლევან იზორია, საქართველოსთან დიალოგის დაწყების  შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო  პრემიერ- მინისტრის, სერგეი შამბას   „ეხო მასკვისთან“ გაკეთებულ განცხადებას.  

თავდაცვის მინისტრის  თქმით,    ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს მაქსიმალური კონტროლი და რეალურად, გადაწყვეტილებები აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ მიიღება. ლევან იზორია მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ფორმატების გაძლიერებით, მეტი ვალდებულება უნდა დაეკისროს რუსეთს, რათა მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს შეიარაღებული ძალები.  შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ გამოცემა „ეხო მასკვისთან“  ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და საქართველოში მეგობრებიც ჰყავს.

ამავე კატეგორიაში