პრეზიდენტი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე

20 აგვისტო 2018, 00:00 2040 ნახვა

სასამართლო სისტემაში არსებული სირთულეები და პრობლემა განსაკუთრებით გაშიშვლდა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის აზრით, სწორედ ამ ფონის ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებები.

ცვლილებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაუსახელოს. ეს ფუნქცია იუსტიციის საბჭოზე გადადის. შეგახსენებთ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

ამავე კატეგორიაში