ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა

21 აგვისტო 2018, 00:00 1751 ნახვა

ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი მეორედ გამოცხადდა. მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოებისთვის შესაბამისი პრეტენდენტი არ გამოჩნდა. სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის ქობულეთის მერიამ  296 ათას 260 ლარი გამოყო.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება  როგორც შენობას, ასევე ეზოს, სადაც პოეზიის საღამოებისთვის მცირე ზომის ამფითეატრიც უნდა მოეწყოს. სახლში  ადმინისტრაციული ნაწილის გარდა ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და საგანმანათლებლო  სივრცეებიც გათავსდება. ტენდერი 6 სექტემბერს დასრულდება  პირობების მიხედვით კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად  სამი თვე  აქვს.

სახლ-მუზეუმის მოვლა- შენახვა აიპი „ქობულეთის მუზეუმს“ დაევალება. სახლი სადაც პოეტი ცხოვრობდა, წლების წინ უცხოეთის მოქალაქემ  შეისყიდა, მოგვიანებით კი მისგან ერთ ერთმა ბიზსნესმენმა გამოსყიდა და  სახლ-მუზეუმის მოწყობის მიზნით სახელმწიფოს გასულ წელს აჩუქა.

ამავე კატეგორიაში