არჩილ ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალება საერთაშორისო ექსპერტიზამ დაადასტურა

21 აგვისტო 2018, 00:00 1437 ნახვა

დასკვნაზე მუშაობა, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, დასრულებულია - ცენტრმა „ემპათიამ“ არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტი საბოლოოდ დაადასტურა. დასკვნა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა მომზადებული და მასში 10 ექსპერტი მონაწილეობდა.

არჩილ ტატუნაშილის ძალადობრივი მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომაც განაცხადა. სწორედ ამის საფუძველზე შეიცვალა საქმის კვალიფიკაცია. საუბარია მიყენებულ 100-ზე მეტ დაზიანებაზე - სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხვალ გადაიგზავნება. შინაგან საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ სტრასბურგში მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს ტატუნაშვილის ოჯახისა და საქართველოს ინტერესებს.

ამავე კატეგორიაში