ანგელა მერკელი საქართველოშია

23 აგვისტო 2018, 00:00 2044 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის  საერთაშორისო საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

გერმანიის კანცლერს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდნენ.

საქართველოში ანგელა მერკელი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. კანცლერი ვიზიტს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრით დაიწყებს.

გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. მოგვიანებით კი, ანგელა მერკელი და მამუკა ბახტაძე ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დღეს არის  დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთა, რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი. გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

შეხვედრები თბილისში ხვალაც გაგრძელდება. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება ''ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან.

გერმანიის კანცლერი 24 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

 

ამავე კატეგორიაში