გაყოფილი გერმანია ძლიერი ერი გახდა, ჩვენ საქართველოსთვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ - გიორგი მარგველაშვილი

23 აგვისტო 2018, 00:00 1673 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ანგელა მერკელს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, გერმანია მრავალი წლის მანძილზე საქართველოს დიდი მხარდამჭერი იყო.

''ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე გერმანელებმა ითავეს ლიდერობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში მხარდაჭერისათვის. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა კანცლერთან შეხვედრისას პრეზიდენტმა.

ანგელა მერკელმა კი თქვა, რომ მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა.

"მე რამდენჯერმე დაგპირდით და როგორც იქნა, ახლა შევძელი პირობის შესრულება, თუმცა ვიცი, რომ დიდი დრო დაჭირდა ამას. მოხარული ვარ, რომ ვხედავ საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გზაზე. ვფიქრობ, რომ თქვენ მიაღწიეთ ძალიან დიდ პროგრესს ბოლო ათი წლის მანძილზე".

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. 

კანცლერი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. დღეს ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთა, რის შემდეგაც გერმანიის კანცლერი. გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

შეხვედრები თბილისში ხვალაც გაგრძელდება. მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სწავლება ''ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე გერმანელ ჯარისკაცებთან. გერმანიის კანცლერი 24 აგვისტოს საოკუპაციო ხაზთან ჩავა, სადაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ამავე კატეგორიაში