აჭარის სოფლების წყალმომარაგებისთვის გერმანია შეღავათიან სესხსა და გრანტს გამოყოფს

24 აგვისტო 2018, 00:00 2488 ნახვა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც გერმანიის რესპუბლიკის მთავრობა შეღავათიანი სესხის სახით 40 მილიონ ევროს, 3 მილიონ ევროს კი გრანტის სახით გამოყოფს. 

სასესხო და საგრანტო ხელშეკრულება „აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამას“ ეხება. საუბარია სისტემების რეაბილიტაციაზე ხულოს, ქედის, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებზე.

ცნობისთვის გერმანიის KfW ბანკის მეშვეობით დღემდე აჭარაში არაერთი პროექტი დაფინანსდა. ჯამში 199 მილიონი ევრო გამოიყოფა საქართველოსთვის, ნაწილი ანგელა მერკელის თქმით გაზის საცავის მოწყობას მოხმარდება. 

ამავე კატეგორიაში