ანგელა მერკელი - ''ეს არის უსამართლობა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან''

23 აგვისტო 2018, 00:00 1643 ნახვა

ეს არის უსამართლობა - ასეთი კომენტარი გააკეთა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქალმა - ანგელა მერკელმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. მერკელმა განაცხადა რომ მისი პოზიცია ამის შესახებ რუსეთის ფედერაციი სპრეზიდენტმაც იცის. „მე მხარს გიჭერთ და დაგიჭერთ მომავალშიც“ - აღნიშნა კანცლერმა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და გერმანიის როლი, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტექგრაცია და გერმანიის მხარდაჭერა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო რაზეც კანცლერსა და ქვეყნის პრემიერს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები. კითხვა ეხებოდა საქართველოდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვსაც - კანცლერის განცხადებით რიცხვი შემცირებულია და საქართველო ნამდვილად არის უსაფრთხო ქვეყანა.

ქვეყნის ოკუპაციაზე, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებსა და გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელოვბას გაუსვა ხაზი სიტყვით გამოსვლისას მამუკა ბახტაძემ. ამ წუთებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პატივსაცემად საქართველოს პრემიერის სახელით ოფიციალური სადილი იმართება.

ამავე კატეგორიაში