ანგელა მერკელის გზავნილები

24 აგვისტო 2018, 00:00 1608 ნახვა

„ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ სიტუაცია არის ოკუპაცია.“ გერმანიის კანცლერმა კითხვას პასუხი მხოლოდ კიდევ ერთი გამეორების შემდეგ გასცა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას რატომ უწოდებს კანცლერი მხოლოდ უსამართლობას, ამ კითხვით მერკელს კონსტანტინე შუბითიძემ  მიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და მისი სამომავლო ბედი იყო სხვა სტუდენტების კითხვაც.  დღეს კანცლერმა  არა მხოლოდ ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ორგანიზებით სოფელ ოძისშიც იმყოფებოდა.  საოკუპაციო ხაზთან დაახლებით ნახევარი საათი გაჩერდა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

გერმანიის კანცლერის ორ დღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა, დღესვე ანგელა მერკელი სომხეთში გაფრინდა. სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სომხეთიდან ის აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ამავე კატეგორიაში